ლიბერალური ფემინიზმი

ლიბერალური ფემინიზმი
ეყრდნობა დებულებას, რომ ქალთა ჩაგვრა და გენდერული უთანასწორობა არის სექსიზმისა და დისკრიმინაციის შედეგი, ანუ ქალებისა და მამაკაცებისათვის თანაბარი შესაძლებლობები არ არსებობს, ან მამაკაცებთან მათი თანასწორი შეჯიბრის გამართვას ხელს უშლის გარკვეული ბარიერები. ლიბერალური ფემინიზმის აზრით, გენდერული უთანასწორობა შეიძლება შეიცვალოს კანონების, დამოკიდებულებების, პოლიტიკური ცვლილებით, აქცენტი კეთდება ქალთა უფლებებზე, ქალებს იგივე უფლებები უნდა ჰქონდეთ, რაც მამაკაცებს. ლიბერალური ფემინიზმი არ მიისწრაფვის საზოგადოების ფუნდამენტური ცვლილებისაკენ, მას მხოლოდ ინსტიტუციური რეფორმების გატარებს სურს. პოლიტიკასთან მიმართებაში, მისთვის მნიშვნელოვანია ქალთა თანაბარი წარმოდგენა პოლიტიკურ სტრუქტურებში. არსებულ არათანასწორ სიტუაციას ეს მიმდინარეობა იმით ხსნის, რომ ქალების საშინაო შრომა სათანადოდ არ ფასდება და მიიჩნევს, რომ ძალაუფლების ფორმალურ სრუქტურებზე ქალების უბრალო „დამატება“ არ არის საკმარისი მამაკაცების დროებითი შექმნილი პოლიტიკური ინსტიტუტების შესაცვლელად.
Source: ჯავახიშვილი ნინო, ფემინიზმის მიმართულებები, ფემინისტური და გენდერული მოძრაობა [გენდერული პრობლემატიკა საქართველოში], – ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი,– თბ.,–2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужен реферат?

Смотреть что такое "ლიბერალური ფემინიზმი" в других словарях:

  • ფემინიზმი — • სიტყვა „ფემინიზმი”: ლათ. Femina ქალს ნიშნავს. ქალთა გამოსვლას მამაკაცებთან უფლებრივი გათანაბრების მიზნით დაერქვა ფემინიზმი. აქედან იღებს სათავეს ფემინიზმი. ამიტომ, როცა ამბობენ „ჩვენ ქალთა უფლებებს ვიცავთ, მაგრამ ფემინისტები არა ვართო” ეს… …   Georgian encyclopedia

  • რადიკალური ფემინიზმი — განიხილავს ქალის ჩაგვრას, როგორც ყველაზე ფუნდამენტურს, საიდანაც ჩაგვრის სხვა სახეები გამომდინარეობს, ხოლო მის საფუძველს პატრიარქალურ სისტემაში ხედავს. რადიკალური ფემინისტების აზრით, გაუფასურებულია ქალის სხეულთან დაკავშირებული მოქმედებები და… …   Georgian encyclopedia

  • რეფორმატორული მიმართულების ფემინისტები — (ლიბერალური, მარქსისნული და სოციალისტური, პოსტკოლონიური ფემინიზმი) თავიანთი ბრძოლის არსს საზოგადოებაში არსებული სტრუქტურის ფარგლებში ქალისა და მამაკაცის სტატუსის გათანაბრებაში ხედავენ. XX საუკუნის 60 70 იან წლებში წარმოჩნდა ქალისა და მამაკაცის… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»